პასკის მასალა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. კვერცხის გული და 1 კილო შაქარი კარგად გავთქვიფე, შემდეგ დავამატე არაჟანი, მივდგი გვერდით თბილად. ასევე ამოვიყვანე ცილა 400გრ შაქართან ერთად და მწიკვ მარილთან ერთად მასის გამყარებამდე. მივდგი ესეც გვერდით თბილად და გავაკეთე აპარა ანუ ხაში. 1 ლ. რძე შევათბე, დავამატე საფუარი, 100 გრ შაქარი, ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის, შევფუთე და 10 წუთში დავაცადე. ამოდის ისეთი ფუმფულაა, მთავარია სითბოში იყოს და ცხელ რძეში არჩავყაროთ საფუარი, თორემ არ ამოვა. კვერცხის გულს გადავურიე ცილის მასა, გამდნარი კარაქი, მაწონი და არაჟანი. ბოლოს ხაში ნელ-ნელა კარგად გავხსენი ერთმანეთში აუცილებლად გაცრილი ფქვილი, ესენცია, ქიშმიში. დაგადავზილე, კიდევ დავამატე 100 გრ ზეთი და ისევ გადავზილე. კარგად შევფუთე, რომ ამოვიდა ზოგს ნიგოზი, ზოგს ჯემი გავუკეთე. შემდე გადავანაწილე ფორმებში და გამოვაცხვე 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.