ხაჭო, არაჟანი, კარაქი, შაქარი დავაბლენდეროთ, ხაჭო თუ ძალიან მშრალია იმ შემთხვევაში დაუმატეთ რძე, შევურიოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, კვერცხის გული და ორთქლის აბაზანაზე მორევით გავაცხელოდ მხოლოდ, არ უნდა ადუღდეს. შევაგრილოთ და დავუმატოთ დაჭრილი ანანასის ცუკატები. ფორმაში ჩავაფინოთ 2 ფენა მარლა და მოვათავსოთ ხაჭოს მასა. ზემოდან გადავადოთ მარლა,დავაფაროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე,შევდგათ მაცივარში 24 საათით.