კვერცხი, შაქარი და სახამებელი სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ ცოტა რძე და სათქვეფელით ავთქვიფოთ ერთგვაროვნებამდე, თანდათან ვამატოთ დანარჩენი რძე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. კრემი ვხარშოთ და გამუდმებით ვურიოთ, ვადუღოთ 3-5 წუთი, შემდეგ შევურიოთ მარილი და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ამასობაში ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ. გაცივებულ კრემს შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი, ვანილი და ბრენდი. ფხვიერი ნამცხვარი, ბრენდი და მარწყვი მინის ფუჟერებში ფენა-ფენა მოვათავსოთ. გავაფორმოთ მარწყვით და პიტნის ფოთლებით, შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, რომ გაცივდეს.