ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 20 წუთი და გადავწუროთ. კარგად შევაშროთ. ხაჭო საცერზე გავატაროთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, არაჟანი, შაქარი, ვანილის შაქარი და კარგად ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება. ხაჭოს მასას შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ერთგვაროვნებამდე. მასა გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. თავიდან მასა გათხელდება. გამუდმებით ვურიოთ. როდესაც მოდუღებამდე მივა და პირველი ბუშტუკები გაუჩნდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ხაჭოს მასა გადავიტანოთ თასში, გავაგრილოთ და 1-2 საათით მაცივარში შევდგათ, კარგად რომ გაცივდეს. გაცივებულ პასქის მასას დავუმატოთ ქიშმიში, ცუკატები და საკონდიტრო ხაშხაში. პასქის ფორმაში ჩავაფინოთ ორმაგი დოლბანდი, ჩავდოთ ხაჭოს მასა და დავადოთ წნეხი. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. მზა პასკა ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან და პეკანით მოვრთოთ. თუ პასქის ფორმა არა გვაქვს, შეგვიძლია წვრილნაჩვრეტებიანი საწური ან ყვავილების ქოთანი გამოვიყენოთ.