ხაჭო, გახეხილი ყველი და არაჟანი ავურიოთ. ტარხუნა და სოკო წვრილად დავჭრათ და ხაჭოს მასას შევურიოთ, შევანელოთ მარილითა და პილპილით. წიწაკებს ამოვაცალოთ გული, ამოვავსოთ ხაჭოს მასით და 1 საათით მაცივარში დავდოთ, შემდეგ დავჭრათ რგოლებად. რჩევა: ვისაც უმი წიწაკა არ უყვარს, შეუძლია წინასწარ მსუბუქად მოწალოს მდუღარე მარილიან წყალში. ქამასოკო ამ რეცეპტში უმად გამოიყენება, ამიტომ თავის დაზღვევისთვის მხოლოდ სათბურის სოკო უნდა გამოვიყენოთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება მისი მოწალვაც.