ხაჭოს დავუმატოთ შაქარი, კვერცხი, არაჟანი, მაწონი და ავურიოთ. დავუმატოთ ხილის ჯემი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ავთქვიფოთ ბლენდერით, ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. რომ დაიბრაწება, მაჭკატები გადმოვიღოთ ფორმებიდან, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და ხილთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე. უხდება არაჟანი და გათქვეფილი ნაღები.