გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შავი შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ კაკაო და შაქარი. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები და ვანილი, ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, მარილი, დამტვრეული მიწის თხილი და შოკოლადის მასა. შემდეგ კარგად ავურიოთ. საცხობ ფორმას მოვუსვათ ცოტა კარაქი, ჩავასხათ ბრაუნის მასა და გამოვაცხოთ 25-30 წთგანაში _ მდუღარე ნაღები დავასხათ შავ შოკოლადს, გავხსნათ ბოლომდე და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 4 სთ შემდეგ ავთქვიფოთ და გადავუსვათ ცივ ნამცხვარს.