მსხლის ტარტი
მსხლის ტარტი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მსხალი - 2 ცალი, დიდი ზომის
  • ხაჭო - 300 გ
  • შაქარი - 150 გ+ 1 ს,კ
  • კვერცხი - 3
  • კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • დარიჩინი - 1 ჩხირი
  • ვარსკვლავა ანისი - 2
მომზადების წესები
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ 1 კვერცხი, შემდეგ ფქვილი და ხელით კარგად ავსრისოთ. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 წუთი. 
ამასობაში, მსხლები კანიანად ჩავდოთ ქვაბში, ჩავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად დაფაროს. დავამატოთ 1 კოვზი შაქარი და სანელებლები.ვხარშოთ 15 წუთი.
შემდეგ მსხლები ამოვიღოთ, შუაზე გავჭრათ, გულები  ამოვაცალოთ და თხელ ფენებად გავჭრათ თითოეული ნახევარი, ისე რომ ყუნწთან მთელი დარჩეს.

ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ეს კრემი სანახევროდ გამომცხვარ ცომში ჩავალაგოთ მსხლები და შევაბრუნოთ კვლავ ღუმელში 15-20 წუთი
ტეგები:
ხაჭო ფხვიერი ცომი მსხალი ნანახია: 5730