ფორთოხალი გავფცქვნათ და დავჭრათ თანაბარ ზოლებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი. ვადუღოთ 2-3 წთ. გადმოვყაროთ საწურზე და გავავლოთ ცივი წყალი. ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. ამ პროცედურით ფორთოხლის კანიდან გამოდის დამახასიათებელი სიმწარე. ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, დავამატოთ ვანილი, დაჭრილი ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი და ანისულის ვარსკვლავი. ვადუღოთ 4-5 წთ და დავასხათ დაწურულ ფორთოხლის კანებს. ავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 2 სთ. კანი უნდა გახდეს ნახევრად გამჭვირვალე. შემდეგ დავაწყოთ ბადეზე/ქაღალდზე და შევდგათ ღუმელში გამოსაშრობად 90 გრადუსზე 2-3 საათი.