ენდროს და ხსხვის ფურცლებს დავასხათ წყალი და დავადგათ დაბალ ცეცხლზე , ველოდებით როდის გაუშვებს ფერს . შემდეგ გავაგრილოთ ნაყენი, ჩავალაგოთ კვერცხი , დავუმატოთ მარილი და ძმარი. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. ჩავტოვოთ კვერცხი ნაყენის სრულ გაციებამდე. შემდეგ კი გავაპრიალოთ ზეთით. იასამნისფერ კომბოსტოს დავუმატოთ ხახვის მხოლოდ იასამნისფერი ფენები, კვერცხს წავუსვათ კარაქი ჩავალაგოთ, ზემოდან კვლავ კომბოსტო. მარილი , ძმარი და წყალი. ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 40 წუთი. ჩავტოვოთ კვერცხი ნაყენის სრულ გაციებამდე. შემდეგ გავაპრიალოთ!