ლობიო დავალბოთ წყალში მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, თავიდან დავასხათ ცხელი წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ მოსახარშად. თუ საჭირო გახდა, დავუმატოთ წყალი. ცალკე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეული ლორთან ერთად და ჩავუმატოთ ლობიოს, ბოლოს შევანელოთ მარილით, პილპილით, პაპრიკითა და ბეგქონდარით.