ლაზანიას ფენები მოვხარშე მარილიან წყალში, 50 გრ ზეთი დავუმატე, რომ ხარშვის დროს ფენები არ მიეკრას ერთმანეთზე. ლაზანიას ფენები მოვხარშე მხოლოდ 5 წუთი. შემდეგ გადავავლე ცივი წყალი და დიდ ლანგარზე გავშალე, გადავუსვი ზეითუნის ზეთი რომ არ მიეკრას ერთმანეთზე. ფორმას გადავუსვი ცხიმი, მოვალაგე მოხარშული ლაზანიას ფენები. შემდეგ ისევ ცხიმი, მოვაყარე ყველი, წვრილად დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, კამა და ახალი ხახვი. გადავანაწილე მოხარშული ფენები, მეორედაც ასე გავიმეორე და ზემოდან ჯერ სულგუნი მოვალაგე შემდეგ ყველი, ჭარხლის ფოთლები. ამის შემდეგ ზემოდან გადავუსვი კვერცხის და რძის მასა. გამოვაცხვე 200 გრადუსზე დაბრაწვამდე.