საახალწლო რულეტი ღორის ხორცით
საახალწლო რულეტი ღორის ხორცით
დრო 90წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბრენდი - 50 მლ
  • შტოშის ჩირი - 125 გ
  • მარილი და პილპილი
  • ღორის მკერდის ნაჭერი, ცოტაოდენი ცხიმით - 2 კგ
  • ტიმიანი (ბეგქონდარა)
  • ზეითუნის ზეთი
მომზადების წესები
შტოშის ჩირი თბილი წყლით გავრეცხოთ, დავასხათ ბრენდი და 30 წუთი დავტოვოთ.
ხორცის ნაჭერი ჩავჭრათ სიგრძეზე, ისე რომ ძირი არ გავუჭრათ, შემდეგ დანით გადავსეროთ მარჯვნივ და მარცხნივ, ისე რომ წიგნივით გადაიშალოს.
შემდეგ ხორცი დავბეგვოთ, საბოლოოდ 1.2-2 სმ სისქის ბრტყელი ნაჭერი უნდა მივიღოთ.
წავუსვათ მარილი, პილპილი, ტიმიანი და გადავუსვათ დაბლენდერებული შტოშის ჩირი. გადავახვიოთ რულეტი, შევკრათ ძაფით, ზემოდანაც წავუსვათ მარილი და პილპილი, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი.
შევწვათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 1 საათი, პერიოდულად მოვასხათ თავისივე წვენი, რომელსაც წვის დროს გაუშვებს.