ორაგული მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ და მარილიან წყალში მოვხარშოთ, თევზი ამოვიღოთ, ბულიონი გადავწუროთ, ჩავაბრუნოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად და გარჩეულ ხახვთან და ახალდაფქულ პილპილთან ერთად მოვათავსოთ მდუღარე ბულიონში. კარტოფილი რომ მოიხარშება, თევზის ნაჭრები ფხებისგან გავარჩიოთ და დაჭრილი მწვანილის თანხლებით ჩავუშვათ ბულიონში. წვნიანი სუფრაზე ლიმონის ნაჭრებთან ერთად მივიტანოთ.