ბისკვიტი: 10 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ისე, რომ ჯამს როცა გადმოვატრიალებთ კედლებს არ მოსცილდეს. ნელ-ნელა ჩავყაროთ 10 ს/კ შაქარი, 10 კვერცხის გული, 10 ს/კ ფქვილი და ვანილი. ჩავასხათ ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ნაღების კრემი: კარგად გავთქვიფოთ ნაღები, შემდეგ კოვზობით შეურიოთ კრემყველი და გავაერთიანოთ, ბოლოს კი დაუმატოთ შაქრის ფანტელი და ალკოჰოლი. გამოდის იდეალური კრემი. შემდეგ ბისკვიტი გავჭრათ და კრემი წავუსვათ, დიზაინი კი სურვილისამებრ.