ხაჭოს, არაჟანს, კარაქს, შესქელებულ რძეს, ვანილს და ორთქლზე გამდნარ თეთრ შოკოლადს გადავიტანთ ბლენდერში და დავაქუცმაცებთ, შემდეგ ვამატებთ ქიშმიშსს, შეგიძლიათ მის გარეშეც მოამზადოთ. ასევე დაგვჭირდება სილიკონის ფორმა, თუ არ გაქვთ შეგიძლიათ ერთჯერად კონტეინერებში ან ნებისმიერ დიდი ზომის სილიკონის ფორმაში გადაიტანოთ ორთქლზე გამდნარი შავი და რძიანი შოკოლადი და შემდეგ გაყინოთ რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ხაჭოს მასა და კვლავ გაყინოთ 30 წუთი. ბოლოს გადავფარავთ ისევ შოკოლადით და დავაყოვნებთ საყინულეში რამდენიმე საათი.