ხორცი ქურქში
დრო 6წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანილი
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 50 გ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • სოკო - 300 გ
  • საქონლის ან შერეული ფარში - 700 გ
  • კვერცხი ზემოდან გადასასმელად
  • მზა ფენოვანი ცომი - 800 გ
მომზადების წესები
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში მოვშუშოთ, დავამატოთ დაჭრილი სოკო.  ეს ყველაფერი შევურიოთ ფარშს, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და 15 წუთი დავასვენოთ.
ამასობაში ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგნით ფარში, ცომს ნაპირები კარგად შევუკრათ, რამდენიმე ადგილას კი ნახვრეტი გავუკეთოთ, ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. ზედმეტი ნაპირები ჩამოვჭრათ და ზემოდან კვერცხი გადავუსვათ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, ღუმელში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს, დაახლოებით 30 წუთი.
ტეგები:
ფარში ფენოვანი ცომი ხორცი სოკო ნანახია: 9477