კვერცხის ცილა შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ მტკიცე მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხის გულები, ვანილი. ცალკე ავურიოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გავაცრათ და ფრთხილად, ნაწილ-ნაწილ ჩავამატოთ ცილის მასაში. ხის კოვზით ნელა, გადაურევლად მოვურიოთ, რომ მასა არ ჩავარდეს. ცომი გადავიტანოთ კალკის ფურცლით გაფორმებულ და მცირედად ცხიმწასმულ ფორმაში. გამოვაცხოთ 180°C ტემპერატურაზე, ზედა-ქვედა ცეცხლზე, დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში. (გაითვალისწინეთ, რომ ყველა ღუმელი ინდივიდუალურია). როგორც კი ბისკვიტი მზად იქნება, ცხელი ფენა გადავახვიოთ სველი ჭურჭლის ტილოს დახმარებით რულეტის ფორმით და ასე გავაციოთ. შიგთავსი: კარგად რომ გაცივდება, ფენა გადავანაჭროთ და ყოველ ნაწილზე წავუსვათ მოხარშული კრემი.ზემოდან დავალაგოთ დაშაქრული მარწყვი თავისივე წვენით (მარწყვს დამატებული აქვს 1 სუფრის კოვზი კონიაკი). ფრთხილად გადავახვიოთ რულეტის ფორმაში. გავაჩეროთ მაცივარში 4-5 საათით, რომ კარგად გამყარდეს. დასაფორმებლად: ზემოდან მოვწესრიგოთ დარჩენილი კრემი და მარწყვი – სურვილისამებრ.