ნაღები და 0,5 ჭიქა შაქრის პუდრი კარგად გავთქვიფოთ, სანამ არ შესქელდება.კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას არ მივიღებთ, დავუმატოთ დარჩენილი შაქრის პუდრი და ვანილი. კვერცხის მასას შევურიოთ გათქვეფილი ნაღები და ჟოლო.კრემი მოვათავსოთ კონტეინერში ან ღრმა ფორმაში და საყინულეში შევდგათ. 1 საათის შემდეგ ნაყინი გამოვიღოთ და გავთქვიფოთ. ეს პროცედურა სასურველია, კიდევ 2-3-ჯერ გავიმეოროთ. მზა მასა საბოლოო გაცივებამდე საყინულეში შევდგათ.