დაფხვნილ ფხვიერ მასას გამდნარი კარაქი შევაზილოთ, 20 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავტკეპნოთ, გავუკეთოთ გვერდებიც და 10 წუთით საყინულეში შევდოთ. კრემყველი, არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის წვენი, ვანილი, ფქვილი და მომზადებული მასა მოვათავსოთ ფორმაში, გამოვაცხოთ 150 გრადუსზე დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში, კარგად გავაცივოთ მაცივარში და მოვრთოთ მარწყვის ჯემითა და მარწყვით.