ფხალი ჩააწყვეთ ცივ წყალში და მოხარშეთ. როცა ღერები დარბილდება, ფხალი მზად არის. გადაწურეთ, გააცივეთ, კარგად გაწურეთ და დანით დაჭერით. ჭარხალი მოხარშეთ კანიანად, გააცივეთ, გაასუფთავეთ, გახეხეთ, გაწურეთ და დაამატეთ დაჭრილ ფხალს. წვრილად დაჭერით ხახვი. სურვილის შემთხვევაში ხახვს დაასხით ძმარი და ცოტა ხანი გააჩერეთ. გაატარეთ ნიგოზი და შეურიეთ დაჭრილ მწვანილებს (ნიახური, ქინძი, ოხრახუში), გატარებულ ნიორს, წიწაკას, მარილს და ბროწეულის ნაწილის მარცვლებს. კარგად ასრისეთ ეს მასა ერთად და შემდეგ შეურიეთ ფხალს. დააგემოვნეთ და სურვილის შემთხვევაში დააკელით ან დაუმატეთ ინგრედიენტები. შენიშვნა: წითელ ფხალს არ ემატება ხმელი სანელებლები.