თევზის ფილე 4 ნაწილად დავჭრათ. ძმარი, ზეთი, მარილი, ნიორი და პილპილის მარცვლები ერთად ავურიოთ, წავუსვათ თევზის ნაჭრებს და ასე ამასობაში გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. თევზი დავდოთ თუნუქის ფურცელზე კანით ქვემოთ და შევდგათ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში. მზა კერძს მოვაყაროთ მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები. ძალიან უხდება სოიის სოუსი.