გაცრილ ფქვილში გააკეთეთ პატარა ორმო. დაამატეთ საფუარი, მარილი და ცოტა თბილი წყალი. ჩანგლით აურიეთ, რომ საფუარი და მარილი კარგად გაიხსნას ცოტაოდენ ფქვილთან ერთად. დააფარეთ ჭურჭელს ტილო და დაელოდეთ დაახლოებით 10 წუთი, რათა საფუარი გააქტიურდეს. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და დარჩენილი თბილი წყალი. მოზილეთ ცომი. ბოლოს დაუმატეთ დარბილებული სპრედი და გადაზილეთ, რადგან ასე ცომი უკეთეს სტრუქტურას მიიღებს. ცომი რომ ამოვა, აიღეთ 200 გ ცომი და დაუმატეთ 200 გ გახეხილი ყველი. მიაპიწკინეთ ხაჭაპურებად. აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე (220–230°C) წინასწარ გახურებულ ღუმელში.