ნაღები გავთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, გადავურიოთ კრემყველი და შაქრის პუდრა და ნაღების კრემიც მზადაა. მარწყვი დავჭრათ კუბებად და მოვაყაროთ 1 ს.კ შაქრის პუდრა, დავაყოვნოთ რომ გამოუვიდეს წვენი. მარწყვი გადავურიოთ კრემში, ხოლო წვენს დავუმატოთ კონიაკი და ცოტაოდენი წყალი ორცხობილას ამოსავლებად. დაფაზე გადავაფაროთ პლასტიკი და დავალაგოთ მარწყვის წვენში ამოვლებული ორცხობილა, ზემოდან გადავუსვათ კრემი და გადავატრიალოთ ისე როგორც ვიდეოშია, გავაფორმოთ სურვილისამებრ (მე მარწყვით, მოცვით , პიტნის ფოთლებით და ქოქოსის ფანტელით გავაფორმე) და მივირთვათ გემრიელად.