ისპანახი მოვწალოთ და წვრილად დავკეპოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში. პურის გულს დავასხათ რძე, დავფხვნათ, დავუმატოთ კვერცხი, ყველი და ერთგვაროვნებამდე ვზილოთ. ხახვი დავკეპოთ და კარაქში მოვშუშოთ. ისპანახი, მოშუშული ხახვი და სანელებლები შევურიოთ პურისა და კვერცხის მასას, დავუმატოთ ფქვილი და გავაკეთოთ გუნდები. თუ გუნდები ვერ შეიკვრება და ნაზი მასა იქნება, კიდევ შევურიოთ ფქვილი, მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში 15 წთ ქნოდელები ამოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ ყველი.