ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე ან გრილზე. ავოკადო დავჭრათ, დავუმატოთ დაკეპილი ხახვი, დანაყილი ნიორი, მაწონი, სანელებლები, ცოტა ლიმონის წვენი და დავაქუცმაცოთ. მასა შეიძლება იყოს ერთგვაროვანი, შეიძლება _ ნაწილობრივ დაქუცმაცდეს, ავოკადოს სტრუქტურა უკეთ რომ იგრძნობოდეს. შემწვარ ქათამს ზედ დავადოთ მომზადებული გარნირი და ლიმონის ნაჭრებით გავაფორმოთ.