აიღეთ 20-22 სმ დიამეტრის ტორტის ბისკვიტი. შაქარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთში, დავასხათ მდუღარე რძე, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ 15 წთ. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი ცხელ კრემს და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ცივი კრემი ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ფსტის პასტა. შოკოლადი და ნაღები გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ბისკვიტი გავჭრათ სამ ფენად. დავნამოთ სასურველი სეროფით, ყველა ფენას გადავუსვათ კრემი, მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და მოვაყაროთ ფსტა.