მარწყვი გავარჩიე – ყუნწები მოვაცალე და გამდინარე წყალში კარგად გავრეცხე. შემდეგ გადავიტანე სქელძირიან ქვაბში, დავაყარე შაქარი, ავურიე და ერთი საათით გავაჩერე, რათა წვენი გამოეყოფოდა. ამის შემდეგ ქვაბი დავდგი მაღალ ცეცხლზე. როგორც კი შაქარი დაიწყო დნობას, ცეცხლი დავუწიე და ჯემი ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხის კოვზით მუდმივად მორევით, ვადუღე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ქაფი საკმაოდ მოედო, თუმცა არ ამომიღია – თურმე სწორედ ის ქმნის ჟელესებურ ტექსტურას. დუღილის პროცესში ქაფი თავადვე გაქრა. მიღებული მასა ქვაბშივე დავაბლენდერე. რადგან ეს პროცესი ღამით დავიწყე, დილამდე ასე დავტოვე. დილით კარგად ავურიე და პროცესი თავიდან გავიმეორე: ჯერ მაღალ ცეცხლზე გავაცხელე, შემდეგ კი კვლავ დაბალ ცეცხლზე ვადუღე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. დუღიდან დაახლოებით 5 წუთით ადრე დავამატე ლიმონის წვენი. შემდეგ ჯემი გადავიტანე სტერილიზებულ ქილებში, თავსახურავებით დავხურე და ამობრუნებულ მდგომარეობაში გავაციე. გაციებული ქილები რომ გადმოვატრიალე, ჯემს ისეთი სისქე ჰქონდა, რომ ბოლომდე აღარ ჩამოდიოდა – ტექსტურა იდეალური გამოვიდა.