შოკოლადის გარდა ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ პატარა ქვაბში და ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ოქროსფერს მიიღებს. კარამელი უნდა იყოს სქელი და პრიალა. ცხელშივე დავუმატოთ ნუში და კარგად გადავურიოთ. ცოტა შევაგრილოთ და დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად. გავაჩეროთ მაცივარში 15 წთ.შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და კანფეტები სათითაოდ ამოვავლოთ. გავაშროთ სიგრილეში.