დაქუცმაცებულ ორცხობილას დავუმატოთ კაკაო და გადავურიოთ ბანანთან ერთად. მივიღებთ წებოვან, შეკრულ მასას, რომელსაც თანაბრად გადავანაწილებთ საცხობ ქაღალდზე. კრემისთვის გავთქვიფე 250მლ ცივი ნაღები 50-60 გრ შაქრის პუდრასთან ერთად. შეგიძლიათ სხვა კრემიც გამოიყენოთ, რომელიც გიყვართ. გადავუსვათ გაბრტყელებულ ბისკვიტს და მოვაყაროთ სეზონური ხილი. გადავახვიოთ რულეტად და მოვათავსოთ საყინულეში 1სთ. შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ძალიან გემრიელად!