ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, ვანილი, სოდა და ბოლოს ფქვილი. კარგად გააერთიანეთ მასა და დააყოვნეთ 15-20 წთ. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და სუფრის კოვზის დახმარებით გადაიტანეთ ცომი. შეწვით ორივე მხრიდან შეწითლებამდე. ცხობის დროს ტაფას თავსახური დააფარეთ.