დრო
150წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- მარილი და პილპილი
- ხახვი - 2 თავი
- სტაფილო - 2
- კარტოფილი - 600 გ
- ცხვრის/ბატკნის რბილი ხორცი - 500 გ
- დაფნის ფოთოლი
- ტომატ-პასტა - 2 ს.კ
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ტაფაზე. წვის დასასრულს მოვაყაროთ ფქვილი, მოვურიოთ, გადავიტანოთ ღრმა ქვაბში, დავამატოთ პამიდვრის პიურე და 2-3 ჭიქა ცხელი ბულიონი ან წყალი. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 1.5-2 საათი (ბატკნის ხორცი 40-50 წუთი). ამის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული, დაფნა, ოხრახუში, პილპილი და 20-30 წუთი კიდევ ვადუღოთ. მზა კერძს დავამატოთ დაჭრილი მწვანილი.