სტაფილო მსხვილად გავხეხოთ, დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავაჩეროთ 15 წთ, შემდეგ კარგად გავწუროთ, შევურიოთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, არაჟანი, მაიონეზი და პილპილი. სუფრაზე გატანის წინ სალათას ზემოდან მოვასხათ წიწაკიანი ზეითუნის ზეთი.