მოვკრიფე დაახლოებით ორი ვედრო ტყემალი, გავრეცხე და მოვხარშე. ხარშვის დროს ჩავაყოლე ომბალო, ქინძი და კამა. როცა გაცივდა, გავხეხე საწურზე. შემდეგ დავდგი ისევ ცეცხლზე და შევანელე ნიორი, მწარე წიწაკა, მარილი და შაქარი. ამასობაში ბოთლები გავრეცხე, წამოადუღე მასა და ცხელ-ცხელი ჩავასხი ბოთლებში. სულ გამოვიდა 15 ნახევარლიტრიანი ბოთლი, 15 კილო ტყემლიდან.