დარბილებული კარაქი და შაქარი გადავურიოთ ერთმანეთს. მიქსერი არ გვჭირდება, მე კოვზი გამოვიყენე. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, სოდა და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, უნდა გამოვიდეს რბილი. ბოლოს ვუმატებთ შოკოლადს, თუ ფილა გაქვთ, წვრილად დაჭერით და ისე შეურიეთ. მე გავყავი - 2/3 ცომში ვუქენი და დანარჩენი ზემოდან მოვაყარე. უნდა გავაკეთოთ გუნდები და ვაცხოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე 180 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი. გუნდებს შორის დატოვეთ ადგილი, რადგან ორცხობილები გაიშლება😊 გემრიელად მიირთვით!