ფორმის დიამეტრი - 18-20 სმ. არაჟანი და შაქარი ავურიოთ და დავაყოვნოთ მაგიდაზე 15-20 წუთი. პერიოდულად მოვურიოთ. ამასობაში დავფქვათ ორცხობილა, დავასხათ გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში, კარგად დავტკეპნოთ და მოვათავსოთ საყინულეში სხვა ინგრედიენტების მომზადებამდე. ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და დავაყოვნოთ, უნდა გაფუვდეს. არაჟანს დავუმატოთ ხაჭო და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ნაღები და მოვურიოთ, შემდეგ ვუმატებთ ვანილს და ცედრასაც. მიკროტალღურში გავადნოთ ჟელატინი. არ უნდა ადუღდეს. ფრთხილად დავუმატოთ ხაჭოს მასას. ჩიზქეიქი დავასხათ ფხვიერ ძირზე, მოვათავსოთ მაცივარში 5-6 საათი ან მთელი ღამით. მორთეთ სურვილისამებრ, ჩვენ გამოვიყენეთ მოცვის კონფი, შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადიც.