ხორცის მანქანაში გაატარეთ ხორცი, ნიორი, ხახვი და მწვანილი, დაუმატეთ სუნელები მარილი და ბრინჯი. კარგად გადაურიეთ, გაახვიეთ ფოთოლში, ქვაბში მჭიდროდ მოათავსეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. სოუსისთვის მაწონში/არაჟანში/ბერძნულ იოგურტში შეურიეთ ნიორი.