ბალი გავრეცხოთ და გამოვკურკოთ. 3 კგ ბალს ჭირდება 3კგ შაქარი. ბალს ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი გავაჩეროთ 2 საათი. დავდგათ ცეცხლზე დავასხათ 300 მლ წყალი და ვხარშოთ ადუღებიდან 15 წთ. შემდეგ გავაციოთ ბოლომდე და ვხარშოთ კიდევ 20 წთ. რომ გაცივდება ბოლოს დავჭრათ 1 ცალი ლიმონი რგოლებად ჩავალაგოთ მურაბაში და ვხარშოთ სანამ კარგი ქარვისფერი არ იქნება (დასჭირდა დაახლოებით 20-25 წთ). ბოლოს მოვაყაროთ ვანილი. ჩავასხათ ცხელ-ცხელი მშრალ ქილებში და მოვხუფოთ.