გასუფთავებული ქათმის ღვიძლები ჩაალბეთ რძეში 25-30 წუთის განმავლობაში. რძიდან ამოღებული ღვიძლები გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ სვანური მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი და მარილი. კარგად აურიეთ. მოათავსეთ ცხიმიან, კარგად გახურებულ ტაფაზე. როცა თავის წვენს დაიშრობს, განაგრძეთ დაბრაწვა 4-5 წუთის განმავლობაში. დაბრაწულ ღვიძლს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ. ბოლოს მოაყარეთ ქინძი, გადაურიეთ და მზად არის.