კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ გადნარი კარაქი, ლიმონის ცედრა და წვენი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ცალკე მოვაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ კი ფრთხილად შევურიოთ მასას. უნდა მივიღოთ რბილი, ერთგვაროვანი ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელზე. ცომი შევახვიოთ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში დაახლოებით 30–40 წუთით. გაციებული ცომი ადვილად იღებს ფორმას. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, ხელით მოვამრგვალოთ და კარგად ამოვავლოთ შაქრის ფხვნილში. შემდეგ დავაწყოთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ლანგარზე, ერთმანეთს მოშორებით. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მანამ, სანამ ორცხობილა მოოქროსფერო ფერს მიიღებს.