ლობიო გაარჩიეთ გარეცხეთ და ჩაალბეთ ცივ წყალში 3-4 სთ. ჩამბალ ლობიოს გადაუწურეთ წყალი ,მოათავსეთ თიხის ქოთანში, დაფარეთ წყლით და ხარშეთ 20 წთ. გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და წამოადუღეთ. დაუმატეთ ლორი და დაფნა. ცალკე მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სუნელები და ნიორი. ასე სუნელებს უფრო მკვეთრი გემო ექნება. ლობიო რომ მოიხარშება გადმოიტანეთ ლორი და დაჭერით წვრილად,ქოთანში დარჩენილი ლობიო კი ამოლესეთ, დაუმატეთ ხახვის მასა,მწვანილი და დაჭრილი ლორი.წამოადუღეთ და მზად არის.