კარტოფილის დრანიკები
კარტოფილის დრანიკები
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 1 ს.კ
  • ნივრის კბილი - 1-2
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 1-2
  • კარტოფილი - 1 კგ
  • მარილი
მომზადების წესები

კარტოფილი, ხახვი და ნიორი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ცოტა ხნით გადავიტანოთ საწურზე რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს. შეგვიძლია ხელითაც გავწუროთ მსუბუქად. გადავიტანოთ ჯამში, დავამატოთ კვერცხი, მარილი, არაჟანი კარგად ამოვურიოთ და მაშინვე დავიწყოთ შეწვა. 
კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ცოტა ზეთში ოლადებივით დავასხათ კოვზით და ორივე მხრიდან შევწვათ.

დრანიკები უნდა მივირთვათ არაჟანთან ერთად  მაშინვე, სანამ ცხელ-ცხელი და ხრაშუნაა.