ბადრიჯანი დავჭერი გრძლად,მოვაყარე მარილი, გავაჩერე ნახევარი საათი. შემდეგ გავწურე და ზეთში სათითაოდ შევწვი. ცალკე ალყა-ალყა დავჭერი ხახვი, მოვბრაწე ზეთში, დავამატე ორნაირი ბულგარული და ესეც მოვშუშე. შემდეგ დავამატე შემწვარ ბადრიჯანს, ბადრიჯანი ავჩეჩე ჩანგლის დახმარებით. დავამატე ასევე წინასწარ დაბლენდერებული ნიგოზი, ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი და წყალი. ბოლოს დავამატე წვრილად დაჭრილი ქინძი და მსხვილად დაფქული წიწაკა, მარილი და ძმარი და კარგად გადავურიე. ბოლოს მივუპიწკინე პიტნიანი მჭადები. მჭადის ფქვილს დავამატე, გემოვნებით მარილი, შაქარი, წვრილად დაჭრილი პიტნა და ცივი წყალი.