პანფორტე - იტალიური საშობაო დესერტი
პანფორტე - იტალიური საშობაო დესერტი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მიხაკი, დაფქული - 1/4 ჩ.კ
  • ჯანჯაფილი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 80 გ
  • თაფლი - 150 გ
  • შაქარი - 150 გ
  • დაშაქრული ანანასი - 100 გ
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ცუკატების ნარევი (ალუბლის, შტოშის, ფინიკის) - 120 გ
  • ნუში - 100 გ
  • თხილი - 100 გ
  • მარილი და პილპილი - მწიკვი
  • კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი და ასევე კარაქწასმული ქაღალდი ჩავაფინოთ.
თხილეული მსუბუქად მოვხალოთ ტაფაზე ან ღუმელში და გავაციოთ. შევურიოთ ცუკატები, ანანასი, ლიმონის ცედრა ფქვილი და სანელებლები.

ღუმელი 160 გრადუსზე გავახუროთ.
თაფლი, კარაქი და შაქარი ერთმანეთს შევურიოთ. დავდგათ ცეცხლზე და 2-3 წუთი ვადუღოთ. დავასხათ თხილეულის ნარევს და სწრაფად გადავურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში, კარგად მოვასწოროთ და 35 წუთი ვაცხოთ. მეტი არა, თორემ მეტისმეტად გამაგრდება.

პანფორტე საკმაოდ დიდხანს ინახება მშრალ, გრილ ადგილას, ქაღალდში შეხვეული