წიწაკა მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ 3 წუთით და გადავწუროთ, შემდეგ ზოლებად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ, წვრილად დავჭრათ ხახვი და ზეთში მოვშუშოთ. შევურიოთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, ნიორი, ნიგოზი, ყითელი ყვავილი, წიწაკა და მარილი. მასა შევაზილოთ წიწაკას, მივცეთ ფორმა და სერვირებისას მოვაყაროთ სეზამის მარცვლები.