ღორის ხორცი მომზადებამდე 2 საათით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან, წავუსვათ ზეი-თუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფა-გრილი ან თუჯის ტაფა გავაცხე-ლოთ და თითო მხარეს 7-9 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცი ამოვიღოთ თეფშზე, დარჩენილ ცხიმში მოვათავსოთ ნიორი და ვშუშოთ 1 წუთი, დავუმატოთ როზმარინი, ატა-მი და ერთად მოვშუშოთ. თუ ზეთი დააკლდა, დავუმატოთ. ატმები რომ შეიწვება, ტაფაში ხორცი ჩავაბრუნოთ, დავასხათ ბრენდი და 1 წუთის განმავობაში მოვშუშოთ. კერძი სუ-ფრაზე მსუბუქ სალათასთან ერთად მივიტანოთ.