ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გადავიტანოთ ფორმაზე ,ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, შევაბრძანოთ ღუმელში გამოსაცხობად 180⁰ზე სრულ მზაობამდე. ამასობაში თინუსი, ხახვი, კრემყველი და ლიმონის წვენი გავაერთიანოთ ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, გადავიტანოთ გამომცხვარ და გაციებულ ფენოვან ცომზე, ზემოდან მოვალაგოთ თხლად და გრძლად დაჭრილი კიტრი, სურვილისამებრ მოვაყაროთ სეზამის მარცვალი და სალათაც მზადაა.