კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ გამაფხვიერებელი, მინერალური წყალი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა კექსი გავაგრილოთ და სასურველი მინანქარი მოვასხათ.