ცივ წყალში გავხსნით ძმარს, არაყს, მარილს და კვერცხის გულს. ცალკე ჯამში ფქვილს და ოთახის ტემპერატურის კარაქს გადავურევთ, გავუკეთებთ ღრმულს და მოვათავსებთ წყლიან მასას. მოვზელთ მაგარ ცომს და დავასვენებთ მაცივარში 30 წუთი. 550 გრ კარაქს გავყოფთ სამ ნაწილად და ეტაპობრივად გადავუსვამთ დასვენებულ ცომს, დავასვენებთ საყინულეში 30 წუთი და იმავეს ვიმეორებთ მეორედაც. ხოლო მესამედ ცომს გავყოფთ 4 ნაწილად და ცალ-ცალკე გადავუსვამთ, 30 წუთი დავასვენებთ საყინულეში და თუ გეჩქარებათ. ვაცხობთ მაშინვე,თუ არ გეჩქარებათ, ვინახავთ 2 საათი და შემდეგ ვაცხობთ ფენოვან ცომს. სჭირდება მაღალი ტემპერატურა და კარგად გახურებული ღუმელი. ცომი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეშიც ხანგრძლივი დროით.