სადღესასწაულო იხვი
სადღესასწაულო იხვი
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პიტნა - 1 ჩ.კ, მშრალი
  • კამა - 4 ღერი
  • ოხრახუში - 4-5 ღერი
  • სტაფილო - 1
  • კომში - 1
  • დაჭრილი ღორის ქონი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 3
  • საქონლის რბილი ხორცი - 250 გ
  • იხვი - 1.5 კგ
  • ძირა - 2 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ
მომზადების წესები
იხვი გავასუფთაოთ და კარგად გავრეცხოთ ისე, რომ შუაზე არ გავჭრათ.

ტაფაზე დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, მოვათავსოთ ნახევარი ჭიქა ღორის ქონი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხახვის დარბილების შემდეგ დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო.

საქონლის ხორცი მწვანილთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ მოშუშული სტაფილო და ხახვი, სანელებლები და კარგად ავზილოთ.

კომშს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ დაახლოებით 4 სმ-ის ზომის ნაჭრებად.

იხვს მუცელში გამოვუსვათ მარილი, ჩავუტენოთ ფარში, კომშის ნაჭრების 2/3 და ღია ადგილები ამოვუკეროთ ნემსითა და ძაფით. გარედან მოვაყაროთ მარილი და შევაზილოთ ზეთიანი ხელებით.

ფარშირებული იხვი, სასურველია, მოვამზადოთ სპეციალურ მოგრძო ფორმის თუჯის ქვაბში. ქვაბის ძირზე დავასხათ ზეთი, მოვაყაროთ დარჩენილი ღორის ქონის ნაჭრები, ზემოდან მოვათავსოთ იხვი მუცლით ფსკერისკენ და დავასხათ ცხელი წყალი, რომ თითქმის დაფაროს იხვი. ზემოდან დავაწყოთ დარჩენილი კომშის ნაჭრები, დავახუროთ თავზე და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყლის დაშრობის შემდეგ იხვი დაიწყებს დაბრაწვას. ამ დროს უნდა პერიოდულად ვატრიალოთ იხვი, რომ თანაბრად შეიწვას.